- თაფლის მიღება ამაღლებს ფიზიკურ შრომისუნარიანობას!
- კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 8 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 1 კგ წონაზე 1 გ თაფლის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
- თაფლის მაღალმა ენერგეტიკულმა და სხვა საკვებმა თვისებებმა მიიპყრეს სპორტული მედიცინის სპეციალისტების ყურადღება. თაფლი მრავალჯერ ნაცადია სპეციალური დიეტების შემადგენლობაში სპორტსმენთა წვრთნების და შეჯიბრების პერიოდებში.